შოლცი: პუტინმა ჩემთან საუბრისას ნათლად გამოხატა ტერიტორიების დაპყრობის სურვილი
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი არ მოელის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის მიმართ პოზიციას შეცვლას. Tagesspiegel წერს, რომ მან ეს 10 დეკემბერს, პოტსდამში, თავის ოლქში მოქალაქეებთან შეხვედრისას განაცხადა.
შოლცმა აღნიშნა, რომ პუტინი მასთან დიალოგში ყოველ ჯერზე "ძალიან გარკვევით ამბობს, რომ რაღაცის დაპყრობაზე მიმდინარეობს საუბარი". დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტთან ბოლო საუბრისას შოლცმა თქვა, რომ მათ ბრალდებები გაცვალეს.
"მას უბრალოდ სურს უკრაინისთვის ტერიტორიის ნაწილის ძალით წართმევა", – განაცხადა შოლცმა.
როგორც Spiegel აღნიშნავს, კანცლერმა თქვა, რომ აუცილებელია პუტინთან კონტაქტის შენარჩუნება, რათა შეამოწმოს არის თუ არა ცვლილებები მის პოზიციაში უკრაინასთან დაკავშირებით.
ბოლოს შოლცმა და პუტინმა 2 დეკემბერს ისაუბრეს. გერმანიის კანცლერმა მას უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა. პუტინი, თავის მხრივ, ცდილობდა დაერწმუნებინა შოლცი, რომ რუსების დარტყმები უკრაინის ინფრასტრუქტურაზე "იძულებითი და გარდაუვალი პასუხი" იყო კიევის დარტყმებზე რუსულ სამიზნეებზე, "მათ შორის ყირიმის ხიდზე და ენერგეტიკულ ობიექტებზე".