შოლცი პუტინს: გაიყვანეთ ჯარები უკრაინიდან და დაასრულეთ ომი
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და დაასრულოს ომი.
"შეაჩერეთ ეს ომი, გაიყვანეთ თქვენი ჯარები და გახსენით გზა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, რომელის პირობებსაც რუსეთი უკრაინას ვერ უკარნახებს", - თქვა შოლცმა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) კონგრესზე, ბადენ-ვიურტემბერგის მიწაზე.
კანლცერმა აღნიშნა, რომ "არავის აქვს უფლება მიითვისოს სხვისი ტერიტორია".
შოლცმა თქვა, რომ მისი ქმედებების გამო რუსეთი დიდი ოცეულის სამიტზე იზოლირებული იყო.