შოლცი პუტინს: შენ ანადგურებ შენი ქვეყნის მომავალს

გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე რუსულ სამხედრო აგრესიაზე და პირადად ვლადიმირ პუტინს მიმართა. 

შოლცის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს მე-19 საუკუნის იმპერიული აზროვნება ახასიათებს, რაც პირველ რიგში რუსეთის მომავალს ანადგურებს.

"მინდა მივმართო პუტინს - შენ ანადგურებ შენი ქვეყნის მომავალს",- განაცხადა შოლცმა. საყურადღებოა, რომ შოლცა რუსეთის პრეზიდენტს შენობითი ფორმით პირველად მიმართა. 

ეს განცხადება ფედერალურმა კანცლერმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრაზე, ლიუბეკში გაავრცელა. 

შოლცმა ისაუბრა ბუჩის სასაკლაოზეც:

"ამის დავიწყება შეუძლებელია, ამ შემზარავ დანაშაულში მონაწილე თითოეული პირი უნდა დაისაჯოს."

ფედერალური კანცლერი ამბობს, რომ გერმანია კვლავ გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებას. შოლცმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული სახელმწიფოების საზღვრების ცვლილება დაუშვებელია. 

მსგავსი სიახლეები