შოლცი რუსეთის მეტი იზოლაციისთვის G7-ის სამიტზე ნარენდრა მოდის მიიწვევს

გერმანიის ფედერალური კანცლერს ოლაფ შოლცს რუსეთის უფრო მძლავრი საერთაშორისო იზოლაციის მისაღწევად და ინდოეთის პოზიციების გასამკაცრებლად სურს ნარენდრა მოდის დიდი შვიდეულის [G7] სამიტზე მიიწვევს. 

ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს

დიდი შვიდეულის სამიტი ბავარიის ალპებში 26-28 ივნისს ჩატარდება, ამ დროისთვის ფორმატის თავმჯდომარე სახელმწიფო გერმანიაა, სწორედ ეს აძლევს ოლაფ შოლცს საშუალებას სპეციალური სტუმრის სტატუსით ინდოეთის პრემიერი მიიწვიოს. 

ამგვარი შესაძლებლობა ადრეც განიხილებოდა, თუმცა ფედერალური კანცლერი გადაწყვეტილებას მიღებას არ ჩქარობდა. ინდოეთი ამ დრომდე იმ სახელმწიფოთა რიგშია, რომლებმაც ღიად არ დაუგმეს რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. 

ინდოეთი ამ დრომდე აგრძელებს ვაჭრობას რუსეთთან, მათ შორის დიდი ოდენობით რუსული ნავთობის შესყიდვას. დიდი შვიდეულის სამიტზე ინდოეთის ლიდერის მიწვევით გერმანიის კანცლერი სწორედ ამის შეცვლას და ინდოეთის უფრო ფართო საერთაშორისო კოალიციაში ჩართვას შეეცდება, რომლის მიზანიც რუსეთის იზოლაციის გაძლიერებაა. 

ცნობილია, რომ გერმანია ასევე შეეცდება ინდოეთს რუსული შეიარაღებას ალტერნატივა შესთავაზოს. ინდოეთის შეიარაღების უდიდესი ნაწილი ამ დრომდე სწორედ რუსეთიდან მოდის. 

ინდოეთის გარდა ფედერალური კანცლერის მიწვევას მიიღებენ ინდონეზიის, სამხრეთ აფრიკის და სენეგალის ლიდერებიც.

ნარენდრა მოდი ევროპულ დედაქალაქებს მომდევნო კვირას სპეციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვევა. 

 

მსგავსი სიახლეები