შოლცი: უკრაინის ომის დიპლომატიური გადაწყვეტა ჯერ კიდევ შეუძლებელია
მოლაპარაკებები და სხვა დიპლომატიური მეთოდები ამ ეტაპზე არ გამოდგება რუსეთის ომის შესაჩერებლად უკრაინაში. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 11 ნოემბერს გერმანული ტელევიზია RND-ს ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ის ამ დასკვნამდე მრავალი მცდელობის შემდეგ მივიდა.
"ჩვენ ყველას გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს და მშვიდობა შესაძლებელი იყოს. ეს არის ასევე ყველა მოლაპარაკების თემა, რომელიც მე მქონდა რუსეთის პრეზიდენტთან აქამდე და მე არ დავუშვი, რომ რაიმე კრიტიკის გამო შემეწყვუტა პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრები, რომლებიც ხშირად ძალიან გრძელია", - თქვა მან.
შოლცის თქმით, პუტინისა და რუსული არმიის ქმედებები იმდენად სასტიკი და არატრადიციულია, რომ ამის შემდეგ დიპლომატიური დაახლოება შეუძლებელია.
"ამ მკვლელი ომით, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ, პუტინმა, უპირველეს ყოვლისა, გაანადგურა ყველაფერი, რაც ადრე ხდებოდა მოლაპარაკებების კუთხით", - განაცხადა კანცლერმა.
შოლცმა ეთერში ისაუბრა პუტინთან მოსკოვში გამართული საუბრის შესახებ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინა დღეს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი მაშინ ამტკიცებდა, რომ უკრაინას არ უნდა ჰქონდეს "არანაირი რაკეტები, რომლებიც ემუქრება მოსკოვს", რათა იგი დათანხმდეს უბლოკო სტატუსს და აღმოსავლეთ რეგიონების ავტონომიას.
"არც ერთი მიზეზი, რამაც იქ როლი ითამაშა, არ გაამართლებდა ამ ომს, რადგან არცერთი ეს ფაქტიურად არ მომხდარა", - აღნიშნა გერმანიის ლიდერმა.
შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის რუსეთის პირობებით ცეცხლის შეწყვეტას ეწინააღმდეგება.
"პირველ რიგში, რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ დიქტატორული სამყაროს იდეა არსად მიგვიყვანს და არ შეიძლება უბრალოდ ფლომასტერით შემოხაზოთ ტერიტორია და თქვათ, რომ ის ახლა ჩემია. ამიტომ დიქტატორული სამყარო არ იქნება, უნდა იყოს განსხვავებული გაგება", - დასძინა მან.