შოლცმა რუსული ოპოზიცია შეაქო: ისინი დაცვას იმსახურებენ
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ძალიან აფასებს რუსული ოპოზიციის საქმიანობას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.
ამის შესახებ მან მოქალაქეებთან საუბრისას განაცხადა.
"ბევრი რუსია, ვინც თავისუფლების მომხრე და იმპერიალიზმის წინააღმდეგია," - თქვა შოლცმა. მან აღნიშნა, რომ თავად უკვე ესაუბრა რუსული ოპოზიციის ბევრ წარმომადგენელს.
გერმანიის კანცლერი მიიჩნევს, რომ რუსული ოპოზიციის წარმომადგენლები დაცვას და დიალოგს იმსახურებენ.
ერთი დღით ადრე, შოლცმა, მიუნხენში გამოსვლისას, ულტრამემარჯვენე ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) მხარდამჭერებს მიმართა, რომლებიც მას უსტვენდნენ. კანცელმა უკრაინის მიმართ მისი მთავრობის პოლიტიკა დაიცვა.
საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, გერმანელების უმრავლესობა ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილოა. ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) რეიტინგი კი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ეს პოლიტიკური ძალა პარტიულ რეიტინგში მეორე ადგილზეა. პირველ ადგილზე მთავარი ოპოზიციური პარტია ქრისტიან-დემოკრატიული კავშირია (CDU).