შონ პენი კიევში კიდევ ერთხელ ჩავიდა
ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი შონ პენი კიევში დაბრუნდა, სადაც ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
შონ პენი უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე ფილმს იღებს.
იგი უკრაინაში პირველად, გასული წლის ნოემბერში ჩავიდა, ხოლო ომის დაწყების დღეს - 24 თებერვალს, კიევში იმყოფებოდა, რის შემდეგაც, სხვა უკრაინელებთან ერთად, პოლონეთში გადავიდა.
შეხვედრის დროს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ რეჟისორს მხარდაჭერსითვის მადლობა გადაუხადა და ომის შედეგად დაზიანებული ქალაქებისა და სოფლების დათვალიერება შეთავაზა.
შონ პენი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის პრეზიდენტს. მიმდინარე წლის მარტში, იგი ოსკარების დაჯილდოვებაზე, ზელენსკის ონლაინ ჩართვასაც ითხოვდა, რასაც ვერ მიაღწია.