შვედეთის პრემიერმა დნიპროზე რუსეთის თავდასხმას სამხედრო დანაშაული უწოდა
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - შვედეთის პრემეიერი, დნიპროზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა.
"ამ საშინელი თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ და დაშავდნენ უდანაშაულო მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები. ასე რომ, ნება მომეცით ძალიან მკაფიოდ განვაცხადო: მშვიდობიან მოსახლეობაზე, განზრახ თავდასხმა ომის დანაშაულია და პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ." - თქვა ულფ კრისტერსონმა, სტოქჰოლმში შარლ მიშელთან ერთად გამარუთ პრესკონფერენციაზე.
შვედეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი და შვედეთი, უკრაინის მხარდაჭერას იქამდე გააგრძელებენ, სანამ საჭირო იქნება.
"უკრაინის გამარჯვება ევროპისთვის ეგზისტენციალური საკითხია,"- აღნიშნა მან.
კრისტერსონმა განაცხადა, რომ ევროპა უფრო უსაფრთხო კონტინენტად რომ იქცეს, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერა სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ შვედეთისთვის, ომზე მნიშვნელოვანი საკითხი, არ არსებობს.