შვედეთის საგარეო მინისტრი: თურქეთთან ნატოს წევრობაზე შეთანხმება მიღწეულია

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტობიას ბილსტრომი ადასტურებს, რომ თურქეთის პრეზიდენტთან მოლაპარკებები წარმატებით დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შვედეთის ნატოში ინტეგრაცია სავარაუდოდ მალე დასრულდება. 

"დღეს საღამოს, ვილნიუსში, მოლაპარკებების შემდეგ  თურქეთთან შეთანხმებას მივაღწიეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ რატიფიკაცია მალე დაიწყება." 

პრემიერმა და პრეზიდენტმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს."- წერს ტობიას ბალსტრომი. 

თურქეთის თანხმობაზე საზოგადოებას პირველად ნატოს გენერალურმა დირექტორმა, იან სტოლტენბერგმა ამცნო, რომლის თქმითაც "ეს ისტორიული ნაბიჯია, რაც ნატოს მოკავშირეებს უფრო ძლიერსა და დაცულს გახდის." 

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადი მოკლე დროშივე გააკეთეს, თუმცა თურქეთისა და უნგრეთის პარლამენტებს, დოკუმენტის რატიფიკაცია ამ დრომდე არ მოუხდენიათ. 

ბოლო დრომდე უცნობი იყო, შეიცვლიდა თუ არა აზრს რეჯეფ-თაიფერდოღანი, რომელმაც გასულ წელს, შვედეთის მთავრობას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა, მათ შორის შვედეთში მყოფი თურქეთის მუშათა პარტიის წევრების გადმოცემა. 

სავარაუდოდ, შვედეთი ნატოს 32-ე ქვეყენა მოკლე დროში გახდება. უფრო მეტი, ცნობილი 11 და 12 ივლის გახდება, რა დროსაც ვილნიუსში ნატოს სამიტი გაიმართება. 

 

 

მსგავსი სიახლეები