შვედეთმა უკრაინის დახმარების ახალი, ყველაზე დიდი პაკეტი გამოაცხადა
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ უკრაინას 287 მილიონი დოლარის ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს. ეს არის შვედეთის ყველაზე დიდი თავდაცვითი პაკეტი დღემდე, რომელიც მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებსაც.
ეს ინფორმაციას Reuters-მა დღეს, 16 ნოემბერს გაავრცელა.
"ეს არის უფრო დიდი სამხედრო მხარდაჭერის პაკეტი, ვიდრე წინა რვა პაკეტი ერთად", - თქვა კრისტერსონმა პრესკონფერენციაზე. მან აღნიშნა, რომ შვედეთი ზუსტად მიჰყვება უკრაინის პრიორიტეტების ჩამონათვალს.
შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პალ იონსონმა დასძინა, რომ ახალი სამხედრო დახმარების პაკეტში შედის საჰაერო თავდაცვის სისტემა და საბრძოლო მასალები მისი შეიარაღებული ძალების მარაგიდან, რომელიც უკრაინას სჭირდება რაკეტებისგან დასაცავად, რომლებსაც რუსეთი ბოლო კვირების განმავლობაში ისვრის.