შვეიცარია უკრაინას განაღმისთვის 109 მილიონ დოლარს გამოუყოფს

შვეიცარიის ფედერაციულმა საბჭომ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 100 მილიონი შვეიცარული ფრანკის (109 მილიონი დოლარი) გამოყოფას, რაც დანაღმული ტერიტორიების განაღმვას მოხმარდება. 

ფედერაციული საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ საუბარია ჰუმანიტარულ განაღმვაზე - ანუ არა ფრონტისპირა ტერიტორიაზე. რაც შეეხება თანხას ის ოთხ წელზე გადანიწილდება. 

საბჭოს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ამ დრომდე უკრაინას 15 მილიონი ფრანკი გამოუყვეს, გადასცეს სპეციალური ტექნიკა და გაწვრთნეს უკრაინელი გამნაღმველები. 

უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა მუშაობს ჰუმანიტარული განაღმვის საერთაშორისო ცენტრი და შვეიცარიის განაღმვის ფონდი. 

"დამატებითი პაკეტი 100 მილიონის მოცულობით საშუალებას მისცემს შვეიცარიას გააფართოვოს განაღმვის სამუშაოები, უზრუნველყოს უკრაინელი ტექნიკით და გაწვრთნას ისინი",- ნათქვამია გავრცელებულ პრეს-რელიზში. 

მსგავსი სიახლეები