სი ძინფინგის ვიზიტამდე მოსკოვში, კულება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა

კონფლიქტში მზარდი ჩართულობის ფონზე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა. 

"განვიხილეთ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მნიშვნელობა",- წერს ტვიტერზე დმიტრო კულება. თავის მხრივ ჩინეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამი იყო, რომ ჩინეთი მზად არის გააქტიუროს საკუთარი ძალისხმევა საომარი მოქმედებების შეჩერებასთან დაკავშირებით. 

2 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების საუბარი წინ უძღვის სი ძინფინგის დაგეგმილ ვიზიტს მოსკოვში, რომელიც მომდევნო კვირას უნდა გაიმართოს. ეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სი ძინფინგის პირველი ვიზიტია რუსეთში. 

ასევე, ცნობილია, რომ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, დაგეგმილია სატელეფონო საუბარი სი ძინფინგსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. 

კონტექსტი 

კულებას და ცინ განგის საუბარი, ბოლო 1 თვის განმავლობაში მაღალი დონის მეორე კონტაქტია - მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დმიტრო კულება ჩინეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან დიპლომატს ვან ის შეხვდა. 

მიუნხენის კონფერენციიდან ვანგ ი მოსკოვში ჩავიდა, სადაც ვლადიმირ პუტინს შეხვდა. სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი ჩინეთის მიერ შემუშავებული ე.წ. სამშვიდობო გეგმა, რომელიც უკრაინის კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის ფორმულას წარმოადგენს. 

ჩინეთის მიერ წარდმოდგენილ 12-პუნქტიან გეგმას დასავლეთში სკეპტიკურად შეხვდნენ, მათი თქმით, ჩინეთი არ არის მიუკერძოებელი მხარე, რომლედაც ცდილობს თავის გასაღებას რადგანაც არ დაუგმია რუსეთის შეჭრა უკრაინაში და რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას აღრმავებს. 

მიუხედავად ამისა, აშშ-ს სადაზვერვო უწყებებისა და პენტაგონის მაღალჩინოსნების თქმით, მათ ამ დრომდე არ გააჩნიათ ცნობები იმის შესახებ, რომ ჩინეთი რუსეთს ლეტალურ შეიარაღებას აწვდის. 

იმის შესახებ რომ ჩინეთი განიხილავს მსგავს შესაძლებლობას გასულ თვეში საჯაროდ განაცხადა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა. CIA-ის დირექტორის თქმით, ჩინეთის ხელმძღვანელობას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ომის დაწყებიდან 1 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა - "მინდა მჯეროდეს, რომ ჩინეთი სამართლიანი მშვიდობის მხარეს იქნება, რაც ჩვენს მხარეს ყოფნას ნიშნავს".

ომის დაწყების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა უახლოესმა მრჩეველებმა არაერთხელ გამოთქვეს ჩინეთის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის და მოლაპაკებების სურვილი, თუმცა ზელენსკიმ გუნდში ამბობენ, რომ ჩინურ მხარეს შესაბამისი დაინტერესება არ გამოუხატავს. 

ჩინეთის გააქტიურებას უკრაინის კონფლიქტში წინ უძღოდა საუდის არაბეთისა და ირანის შეთანხმება, რომელიც სწორედ ჩინეთის მედიაციით შედგა. ეს სახალხო რესპუბლიკისთვის ბოლო წლების გამორჩეული დიპლომატიურ წარმატებად აღიქმება. 

ჩინეთის ძალისხმევის ზრდა დაემთხვა უკრაინის შეიარაღებული ძალების მოახლოებულ კონტრშეტევას, რომლის ფარგლებშიც უკრიანელები რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მაქსიმალურად დიდი ნაწილის გათავისუფლებას. 

მსგავსი სიახლეები