სი ძინპინგი ბაიდენს: ტავინის საკითხზე ცეცხლს ნუ ეთამაშებით

აშშ-ს და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის გრძელი სატელეფონო საუბარი გაიმართა, სადაც მხარეებმა სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრეს, თუმცა  მთავარი თემა ტაივანი იყო, რადგანაც დაძაბულობამ, ამ საკითხთან მიმართებით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად მოიმატა. 

"საზოგადოებრივი აზრის ნიველირება არ უნდა მოხდეს, თუკი ცეცხლს ეთამაშები, მაშინ დაიწვები. იმედი მაქვს, რომ ამერიკული მხარე ამას ნათლად აღიქვამს"- განაცხადა სი ძინპინმა, როგორ ამას ჩინური მხარე იუწყება. 

ტაივანის საკითხი ყურადღების ცენტრში ხელახლა მას შემდეგ მოექცა, რაც ნენსი პელოსიმ, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, აზიური ტურის ფარგლებში, კუნძულზე ვიზიტი არ გამორიცხა, რამაც ჩინეთის მთავრობის მკაცრი პროტესტი გამოიწვია. 

ამერიკული მხარის მიერ გავრცელებული განცხადებაში წერია, რომ ჯო ბაიდენმა ტაივანთან მიმართებით არსებული მიდგომის მხარდაჭერა დააფიქსირა და აღნიშნა, რომ "აშშ მკაცრად ეწინააღდეგება ცალმხრივ მცდელობებს, რაც სტატუს ქვოს შეცვლას ან ტაივანის სრუტისთან მშივოდბისა და სტაბილურობის შერყევას გამოიწვევს."

მხარეებმა სხვა საკითხებზეც ისაუბრეს, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომზე, კლიმატის ცვლილებებზე, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობაზე. 

მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენი აშშ-ს პრეზიდენტი გახდა, იგი ჩინელ კოლეგას პირისპირ არ შეხვედრია, რაც დიდწილად კოვიდ-19-ის მიზეზით იყო გამოწვეული. 

ჯერჯერობით უცნობია, შედგება თუ არა ნენსი პელოსის ვიზიტი ტაივანში, წარმომადგენელთა პალატის სპიკერს გეგმების ცვლილებაზე განცხადება არ გაუკეთებია. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები