სინეგუბოვი: იზიუმში დახოცილ მოქალაქეებს ძალადობის კვალი აღენიშნებათ
ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში პირველი ორი დღის განმავლობაში მასობრივი საფლავებიდან ამოყვანილი 59 გარდაცვლილის ცხედრის ექსჰუმაცია მოხდა. ამის შესახებ Telegram-ზე რეგიონული სამხედრო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა 17 სექტემბერს განაცხადა.
"ხარკოვის რეგიონის ეროვნული პოლიციის ექსპერტებმა დღეისათვის იზიუმში 59 ცხედარი ამოიყვანეს. 16 სამოქალაქო მამაკაცისა და 26 ქალის ცხედარი შემდგომი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი, 17 კი სამხედრო მოსამსახურეა. ექსპერტების აზრით, უმეტესობას ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები აქვს. მუშაობა გრძელდება", - წერს ის.
სინეგუბოვმა თქვა, რომ იზიუმის ტყეში სულ 450-ზე მეტი საფლავი აღმოაჩინეს.
"ეს არის ექვსთვიანი ოკუპაციის ტრაგიკული და საშინელი შედეგი. მსოფლიომ უნდა ნახოს რუსების დანაშაულები, რათა ყველა დამნაშავე დაისაჯოს!" - აღნიშნა ხარკოვის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.