სირსკი: ბახმუტისთვის ბრძოლის ყველაზე ინტენსიური ეტაპი გრძელდება
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ სირსკიმ ბახმუტის მიმართულებზე უკრაინელი სამხედროების პოზიციები მოინახულა. ამის შესახებ Military Media Center 27 მარტს წერს.
გენერალმა სირსკიმ შეაფასა ბახმუტთან არებული ვითარება და მიიღო მთელი რიგი ზომები "პრობლემური საკითხების გადასაჭრელად, რომლებიც აფერხებენ საბრძოლო მისიების ეფექტურ შესრულებას."
მან ასევე მიიღო ოპერატიული გადაწყვეტილებები, რომლებიც მიზნად ისახავდა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას დამპყრობლების შეკავებისა და მტრის დამარცხების მიზნით.
"ბახმუტისთვის ბრძოლის ყველაზე ინტენსიური ეტაპი გრძელდება. ვითარება მუდმივად მძიმეა. მტერს აქვს ადამიანური, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მნიშვნელოვანი დანაკარგები, მაგრამ აგრძელებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას. ჩვენი დამცველები რთულ პირობებში, გმირულად აკავებენ რუსების შეტევებს და ოკუპანტებს არ აძლევენე გეგმების განხორციელების შანსს", - თქვა სახმელეთო ჯარების მეთაურმა.
სირსკიმ აღნიშნა, რომ ბახმუტის დაცვა სამხედრო აუცილებლობით არის განპირობებული.
"[ის] ეფუძნება ქალაქის თავდაცვითი შესაძლებლობების, სიმაგრეებისა და აღჭურვილი საცეცხლე კონსტრუქციების კომპეტენტურ გამოყენებას. ჩვენი ჯარისკაცების გამბედაობამ და გმირობამ, შეიარაღების ოსტატურ გამოყენებასთან, ძალების და საშუალებების მანევრების გამოყენებასთან ერთად, შესაძლებელი გახადა ქალაქის ყველა ვადისა და პროგნოზის საწინააღმდეგოდ დაცვა. ჩვენ განვიხილავთ მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო სცენარს და ადეკვატურად ვიმოქმედებთ არსებულ ვითარებაზე", - განაცხადა გენერალმა.