ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
პუტინთან ერთად გამოიცა მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერიც, რომელიც ბავშვთა უფლებების საკითხში რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელია. პუტინს და ბელოვას უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში ედებათ ბრალი.
სასამართლოს წინ უძღოდა გაეროს სპეციალური საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია შესაძლოა სამხედრო დანაშაულად ჩაითვალოს.
"რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ბატონი ვლადიმირ პუტინს სავარაუდოდ ეკისრება პასუხისმგებლობა სამხედრო დანაშაულზე, ბავშვთა არაკანონიერი დეპორტაციის სახით",- ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილების პრეს-რელიზში.
მოსამართლეები განმარტავენ, რომ მათ აქვთ სარწმუნო მტკიცებულებები, რომ სწორედ ვლადიმირ პუტინი პირადად არის პასუხისმგებელი უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის დანაშაულში.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას რუსეთის МИД-ის წარმომადგენელმა, ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი ექვემდებარე სასამართლოს გადაწყვეტილებებს და არ არის დამფუძნებლური დოკუმენტის რომის სტატუტის ხელმომწერი.
"ეს მხოლოდ დასაწყისია",- ასე გამოეხმაურა სასამართლოს გადაწყვეტილებას ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი.
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სიგნალია მთელი მსოფლიოსთვის, რომ რუსეთის მთავრობა დანაშაულებრივი ბუნებისაა.