სლოვაკეთი უკრაინას MиГ 29 ტიპის 13 თვითმფრინავს გადასცემს
სლოვაკეთი უკრაინას მის განკარგულებაში არსებულ 13 საბჭოთა გამანადგურებელს და КУБ-ის ტიპის საზენიტო კომპლექსებს უსასყიდლოდ გადასცემს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Teraz ავრცელებს.
"პარასკევს სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, იაროსლავ ნაიმ სლოვაკეთში უკრაინის ელჩთან, მიროსლავ კარტრანოსთან მთავრობათშორის შეთანხმებას. საუბარია МиГ 29 ტიპის გამადგურებლების და საზენიტო კოპლექს КУБ-ის უსასყიდლო გადაცემაზე",- სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, მარტინა კაკაშიკოვას განცხადებაში.
გარდა ამისა უკრაინა სლოვაკეთისგან მიიღებს საზენიტო კომპლექსების სათადარიგო ნაწილებს და შესაბამის რაკეტებს. იაროსლავ ნაის თქმით, შეიარაღების გადაცემის პროცესი რამდენიმე კვირაში დასრულდება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინა იმავე ტიპის 4 თვითმფრინავს მიიღებს პოლონეთისგანაც.