სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი: გვსურს МиГ29-ის თვითმფრინავები უკრაინას გადავცეთ
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანა მზად არის უკრაინისთვის საბჭოთა წარმოების სამხედრო თვითმფრინავების გადაცემა განიხილოს.
ამის შესახებ იაროსლავ ნადმა ონლაინ ფორუმის ფარგლებში განაცხადა.
"ამ დროისთვის თვითმფრინავები სლოვაკეთის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზეა განლაგებული, მზად ვართ განვიხილოთ თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემა. ველოდებით მთავრობის გადაწყვეტილება",- განაცხადა ნადმა.
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელებენ კიევის დაინტერესებით და მოკავშირე ქვეყნების პოზიციას.
"ჩვენ ამ საკითხს უკვე განვიხილავთ და გვსურს МиГ 29-ები მხოლოდ უკრაინას გადავცეთ".
გარდა ამისა სლოვაკეთმა გამოხატა მზაობა უკრაინას საბჭოთა წარმოების Т72 ტიპის ტანკებიც გადასცეს.
კონტექსტი
სლოვაკეთის მხრიდან უკრაინისთვის საბჭოთა თვითმფრინავების გადაცემის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. სლოვაკეთმა რამდენიმეჯერ გამოხატა შესაბამისი მზაობა, თუმცა საკუთარი თვითმფრინავების სანაცვლოდ მოკავშირეებისგან ამერიკული წარმოების F16 ტიპის თვითმფრინავებს ითხოვდა.