სლოვენიამ უკრაინას ფარულად 20 ჯავშანტრანსპორტიორი გადასცა - მედია
სლოვენიის მთავრობამ უკრაინას Valuk-ის 20 ჯავშანტრანსპორტიორი საიდუმლოდ გადასცა. ამის შესახებ სლოვენური პორტალი 24UR საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, უკრაინაში ტრანსპორტირება მიმდინარე კვირაში დასრულდა. თავად ოპერაცია რამდენიმე თვე გაგრძელდა, ვინაიდან ჯავშანტექნიკის მომზადება, მომსახურება და ტრანსპორტირება იყო საჭირო.
ისინი ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანაში C17-ის სატრანსპორტო თვითმფრინავით გადაიყვანეს.
სლოვენური ჯავშანტრანსპორტიორი Valuk შეიარაღებულია 40 მმ-იანი ავტომატური ყუმბარმტყორცნებით ან 12.7 მმ-იანი ტყვიამფრქვევით. სლოვენიის არმიის შეიარაღებაში 85 Valuk იყო. ისინი განკუთვნილია ქვეითების გადასაყვანად და იცავს მათ 12.7 მმ-მდე კალიბრის ტყვიებისა და ნაღმებისგან.
გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ სლოვენია ხელს მოაწერს შეთანხმებას ევროპის თავდაცვის სააგენტოსთან (EDA), რათა შეუერთდეს უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის პროექტს.