სლოვენიის პარლამენტმა ჰოლდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

23 მაისს სლოვენიის პარლამენტმა 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი 67-მა დეპუტატმა დაუჭირა, რვა კი წინააღმდეგი იყო.

ამის შესახებ 24ur.com წერს.

როგორც სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა სამუელ ზბოგარმა აღნიშნა, ქვეყნის მთავრობა "ერთიანდება იმ ტრაგედიის დაგმობაში, რომელმაც მილიონობით უკრაინელის ტანჯვა და სიკვდილი გამოიწვია." მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს უკრაინის მარცვლეულის მარაგების ძარცვას და ზღუდავს ექსპორტს იმ ქვეყნებში, რომლებსაც ეს სჭირდებათ.

სლოვენიის პარლამენტის გადაწყვეტილებას მიესალმა უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი.

"მადლობას ვუხდი სლოვენიელ პარლამენტარებს დეკლარაციის მიღებისთვის, რომელიც ჰოლდომორს უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებს და პატივს მიაგებს ამ საშინელი დანაშაულის მსხვერპლთა ხსოვნას", - აღნიშნა რადას სპიკერმა. "კაცობრიობამ უნდა იცოდეს და ახსოვდეს ეს საშინელება, რათა მომავალში აღარ განმეორდეს!"

კონტექსტი

1932-1933 წლების ჰოლოდომორი არის მასიური შიმშილობა, რამაც უკრაინის სსრ-ს სოფლებში მრავალი მილიონი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. ჰოლოდომორის მუზეუმის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ იმ წლებში შიმშილის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 7 მილიონ ადამიანს მიაღწია.

უკრაინაში ჰოლოდომორი განიხილება, როგორც გენოციდი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რომელიც შთაგონებული იყო სსრკ-ს მთავრობის მიერ.

საქართველოს პარლამენტმა ჰოლოდომორი გენოციდად 2005 წელს აღიარა.

მსგავსი სიახლეები