სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებაა - მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან
სომხეთ აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები განახლდა - არსებული ინფორმაციით მოკლულია 4 სომეხი და 1 აზერბაიჯანელი სამხედრო. შემთხვევა ე.წ. ლაჩინის კორიდორის მახლობლად, რუსი სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში მოხდა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაახლოებით დღის 4 საათზე სომხურ დანაყოფებს ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის მხრიდან. შემთხვევა სოფელ ტეხში მოხდა, რომელიც აზერბაიჯანის ქალაქ ლაჩინის მახლობლად მდებარეობს. სწორედ ამ ქალაქს უვლის გვერდს გზა, რომელიც დანარჩენ სომხეთში ყარაბაღის იმ ნაწილთან აკავშირებს სადაც ჯერ კიდევ სომხები ცხოვრობენ.
სომხურ ანკლავს და მასთან დამაკავშირებელ გზას რუსეთის სამვიდობო ძალები აკონტროლებენ.
თავის მხრივს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათ პოზიციებს ქალაქ ლაჩინის მახლობლად თავს დაესხნენ სომხეთის მხრიდან.
2 ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოკლულია 4 სომეხი და 1 აზერბაიჯენელი სამხედრო, ორივე მხარეს არიან დაჭრილებიც.
კონტექსტი
ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ ეს მხარეებს შორის მომხდარი პირველი შეტაკება არ არის. ვითარება პერიოდულად მწვავდება - ბოლო ასეთი ყველაზე მასშტაბური გამწვავება გასული წლის სექტემბერში მოხდა, მაშინ ორივე მხარეს 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ტერიტორია, რომელზეც დღევანდელი გამწვავება მოხდა პრობლემურია - 2 კვირის წინ სოფელ ტეხთან შექმნილ ვითარებაზე ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ საზღვრის ამ 12-კილომეტრიანი მონაკვეთიდან მხოლოდ 7 კილომეტრზე მოხერხდა მესაზღვრეები დისლოკაციის წერტილების შეთანხმება. ფაშინიანის თქმით, დარჩენილ 5 კილომეტრზე სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.