სომხეთის პრეზიდენტი გადადგა
სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი გადადგა. ამის შესახებ განცხადება მან საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.
ექსპრეზიდენტის თქმით, ამჟამინდელი კონსტიტუცია არ აძლევს უფლებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე გავლენა მოახდინოს.
შარშან სარგსიანი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს რამდენიმე საკითხზე დაუპირისპირდა, მათ შორის, მთიანი-ყარაბაღის ომში დამარცხების შემდეგ შეიარაღებული ძალების მეთაურის გადაყენების გამო.
წარსულში, ექსპრეზიდენტმა ფაშინიანს გადადგომისკენაც კი მოუწოდა.
მან პრემიერის მიერ აზერბაიჯანთან გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ყარაბაღიდან სომხური ძალების გამოყვანას "უზარმაზარი ტრაგედია" უწოდა.
სარგსიანის თქმით, ის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების პროცესში ჩართული არ ყოფილა.