Spiegel: ზაფხულამდე გერმანია რუსული ნავთობის შესყიდვას გაანახევრებს

გერმანიის ხელისუფლება ზაფხულისთვის რუსული ნავთობის შესყიდვას ორჯერ შეამცირებს. ამის შესახებ გამოცემა Spiegel ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ მემორანდუმზე დაყრდნობით წერს

უახლოეს 2 თვეში გერმანია რუსული ნავთობის შესყიდვას 25%-ით შეამცირებს, ხოლო ზაფხულისთვის შესყიდვები განახევრდება. გარდა ამისა დოკუმენტში ნათქვამია, რომ  - "წლის ბოლოსთვის ჩვენ შევეცდებით პრაქტიკულად სრულად დამოუკიდებლები ვიყოთ რუსული ნავთობისგან". 

გარდა ამისა დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გერმანია სწრაფად და ეფექტურად ამცირებს ენერგეტიკულ დამოკიდებულებას რუსეთზე. 

რაც შეეხება გაზს ხელისუფლების გეგმით, გერმანია რუსული გაზისგან თითქმის სრულად დამოუკიდებელი გახდება 2024 წლისთვის. დღევანდელი მდგომარეობით, რუსული გაზის წილი გერმანიის მთლიან გაზმომარაგებაში 40%-ს შეადგენს, წლის ბოლომდე მაჩვენებელი 30%-მდე უნდა შემცირდეს. 

მიმდინარე წლის 10 მარტს ევროკომისიამ რუსული ენერგომატარებლებისგან დამოუკიდებლობის სწრაფი გეგმა წარმოადგინა. დოკუმენტში საუბარია, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებმა უნდა მოახდინონ თავიანთი ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიცირება. 

თუ ევროკავშირი მიღებული გეგმის შესრულებას მოახერხებს წლის ბოლომდე რუსული გაზზე დამოკიდებულება შესაძლოა ჯამურად 75%-ით შემცირდეს.

მსგავსი სიახლეები