სტოლტენბერგი კიევში: უკრაინის კანონიერი ადგილი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსშია
უკრაინის კანონიერი ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია. ეს განცხადება ნატოს გენერალუმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიევში გააკეთა.
კიევში პრეზიდენტ ზელენსკისთან გამართულ პრესკონფერენციაზე, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ომის დაწყების შემდეგ, ნატოს წევრებმა უკრაინას 150 მილიარდ ევროზე მეტის დახმარება გადასცეს.
"მოკავშირეები ახლა უფრო მეტ თვითმფრინავებს, ტანკებს და ჯავშანმანქანებს აგზავნიან, ნატოს უკრაინის ფონდი კი გადაუდებელ დახმარებას აწვდის უკრაინას... ეს ყველაფერი დღეს ბრძოლის ველზე რეალურ ცვლილებას ახდენს", - თქვა მან.
"უკრაინის კანონიერი ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია. უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია. დროთა განმავლობაში ჩვენი მხარდაჭერა ხელს შეუწყობს ამის მიღწევას", - თქვა გენერალურმა მდივანმა.
მან ასევე აღნიშნა: "ჩვენ არ ვიცით როდის დასრულდება ეს ომი, მაგრამ ვიცით, რომ რუსული აგრესია არის ტოქსიკურობის ნიმუში, რომელიც უნდა შეწყდეს. ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერება."
უკრაინაში ყოფნისას გენერალური მდივანი რუსებისგან დეოკუპირებულ ბუჩას ეწვია და რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულებს პატივი მიაგო. მან ასევე გვირგვინით შეამკო უკრაინისთვის დაღუპულთა ხსოვნის კედელი და პატივი მიაგო ყველას, ვინც სამშობლოს დასაცავად დაკარგა სიცოცხლე ან დაიჭრა.
სტოლტენბერგმა კომპლიმენტები უთხრა უკრაინას ომის შემდგომი აღდგენის მიმართულებით მუშაობისთვის და თქვა: "თქვენი გადაწყვეტილება, შეებრძოლოთ აგრესორს, გაათავისუფლოთ თქვენი მიწა და იმუშაოთ ნათელი მომავლისთვის, ძალიან ნათლად მეუბნება: უკრაინა გაიმარჯვებს."
ეს ნატოს გენერალური მდივნის რანგში, სტოლტენბერგის მეოთხე ვიზიტია უკრაინაში.