სტოლტენბერგი: პუტინმა უკრაინის არმიის ძალა ვერ შეაფასა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვერ შეაფასა უკრაინის არმიის ძალა, როდესაც მან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა გადაწყვიტა. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 4 მარტს, ნატოს საგანგებო შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ დავინახეთ, რომ პრეზიდენტმა პუტინმა აბსოლუტურად ვერ შეაფასა უკრაინის შეიარაღებული ძალების ძალა. მათ შეძლეს უპასუხონ, იბრძოლონ და შეანელონ რუსული შეტევა. ეს, პირველ რიგში, უკრაინის არმიის გამბედაობის, მაგრამ ასევე უკრაინელი ხალხისა და მათი ხელმძღვანელობის, პრეზიდენტ [უკრაინის] ზელენსკის გამბედაობის შედეგია", - განაცხადა მან.
სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ უკრაინის არმიის მომზადების დონე, სხვა მიზეზებთან ერთად ერთად, ნატოს დახმარების შედეგია. მოკავშირეები უკრაინელ სამხედროებს 2014 წლიდან ამზადებენ და იარაღს აწვდიან, გაიხსენა მან.
გენერალური მდივნის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც ნატოს ძალებთან ერთად წვრთნებში მონაწილეობდნენ, ახლა ფრონტზე იმყოფებიან.
"ისინი ახლა ფრონტის ხაზზე არიან. ასე რომ, ეს მხარდაჭერა უკრაინის არმიის გაძლიერებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა." - თქვა მან.