სტოლტენბერგის თქმით, ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე არ დარჩება

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მისი მანდატის გაგრძელებას აღარ დათანხმდება.

ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. 

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების, კერძოდ შვედეთის მომავალი შესვლის კომენტირებისას, სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ ეს არის "ჩემი ბოლო გაგრძელება (მანდატის. - რედ.)."

"ნატოს გენერალურ მდივნად ყოფნა პრივილეგიაა და ახლა მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი გრძელდება. ჩვენ უნდა მოვახდინოთ საკუთარი სოლიდარობის მობილიზება, ერთად უნდა ვიყოთ," - აღნიშნა მან.

"უაღრესად მნიშვნელოვანი იყო გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნა, რომელიც აერთიანებს ამ დიდ ალიანსს," - დასძინა სტოლტენბერგმა.

64 წლის ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივნად 2014 წლის ოქტომბერში აირჩიეს. მას ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობა 2023 წლის სექტემბრის ბოლოს უნდა დაეტოვებინა.

მიმდინარე წლის თებერვალში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მანდატის გაგრძელებას არ ითხოვდა. მაგრამ ნატოს წევრებმა მას დარჩენა მას შემდეგ სთხოვეს, რაც მის შემცვლელზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

მსგავსი სიახლეები