სტრელკოვი: ბახმუტთან ფრონტის გარღვევის პრაქტიკულად არანაირი შანსი არ გვაქვს
რუსი ბოევიკი და დონბასელი სეპარატისტების ყოფილი ლიდერი, იგორ სტრელკოვი ფრონტზე არსებულ ვითარებას აფასებს, მისი თქმით ბახმუტთან უკრაინის შეიარაღებული ძალების ფრონტის გარღვევის შანსი ნულთან ახლოსაა.
"დონეცკის ფრონტის მიმართულებით გრძელდება დუნედ მიმდინარე ჟლეტვა უგლეგორსკის, მარიინკას და ავდიივკას რაიონში. მოწინააღმდეგემ არტილერიის გამოყენებით დაიწყო დონეცკის გეგმაზომიერი განადგურება. უფრო ჩრდილოეთით ვაგნერი აგრძელებს არტიომოსვკსთან (ბახმუტის ძველი რუსული დასახელება) უკრაინელების გამაგრებულ რაიონებზე შუბლით შესკდომას. აქ მათი წინსვლა უმნიშვნელოა. ორივე მხრიდან დიდი დანაკარგებია, თუმცა ЗСУ-ს ფრონტის გარღვევის პრაქტიკულად არანაირი შანსი არ არსებობს",- წერს სტრელკოვი.
სტრელკოვის თქმით, მდინარე დნიპროს ქვედა წელში საომარი მოქმედებების ინტენსივობა მკვეთრად შემცირდა - "აქ ჩვენს ჯარს იერიშის წამოწყება უბრალოდ არ შეუძლია, რაც შეეხება უკრაინელებს ისინი ან საერთოდ არ აპირებენ ამ მიმართულებით იერიშს ან ყირიმის მარშის ფარგლებში მოულოდნელი დარტყმისთვის ემზადებიან, მაგრამ ჯერჯერობით ამის ნიშნები არ გამოვლენილა".
სტრელკოვის თქმით, ზაპორიჟიის ფრონტზე რუსეთის სამხედრო დაზვერვამ შეძლო უკრიანის არმიის მექანიზირებული ნაწილების გადაადგილების დროული გამოვლენა და მათი წინსვლა საარტილერიო იერიშით შეაჩერა.
მიუხედავად ამისა, ფრონტის ყველაზე სახიფათო მონაკვეთად სტრელკოვი სწორედ ამ მიმართულებას მიიჩნევს - 'მოწინააღმდეგეს კვლავ შეუძლია იერიში ბერდიანსკისა და შემდეგ ყირიმის იმ ნაწილში, რომლითაც მატერიკს უერთდება".
სტრელკოვის თქმით, გრძელდება ЗСУ-ს იერიში ლუჰანსკში, კრემენნაია-სვატოვოს მაგისტრალზე, სადაც მათ უმნიშვნელო წინსვლა აქვთ, თუმცა არ არის გამორიცხული უფრო ფართომასშტაბიანი იერიშებიც.
"ჯამურად ფრონტზე ცვლილებები არ არის - რუსეთმა სტრატეგიული ინიციატივა უკრაინას ჩააბარა და ახლა პასიური თავდაცვისთვის ემზადება".