სტრელკოვის თანაწამყვანს, პოლკოვნიკ კვაჩკოვს არმიის დისკრედიტაციას ედავებიან
რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ГРУ-ს თადარიგის პოლკოვნიკის, ანატოლი კვაჩკოვის წინააღმდეგ არმიის დისკრეტიაციის მუხლით პროტოკოლი შეადგინეს.
კვაჩკოვი ცნობილია რუსეთის სამხედრო წრეებში როგორც მწვავე ნაციონალისტი. გარდა ამისა კვაჩკოვი ცნობილი გახდა იგორ სტრელკოვთან ერთობლივი ეთერებით. კვაჩკოვის თქმით, პოლიციაში უთხრეს, რომ საქმე უცნობი მოქალაქის თხოვნით აღიძრა, რომელიც 12 მარტს კვაჩკოვის მიერ ოფიცრების გაერთიანებულ საბჭოს განცხადებას ეხებოდა.
ამ განცხადების მსგავსად, სტელკოვთან ერთობლივ ეთერებში კვაჩკოვი უკვე მრავალი თვეა აკრიტიკებს როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ასევე ვლადიმირ პუტინსაც. კვაჩკოვი, სტრელკოვი და რუსეთის იმპერიის შავრაზმული ფიგურები რუსეთის საომარ რელსებზე გადასვლას და ტოტალურ ომს მოითხოვენ.
ეს ყველაფერი საყურადღებოა სტრელკოვის და რუსეთის სამართალდამცავი უწყებების პირველი კონფლიქტიც - ივლისის დასაწყისში პოლიციელებმა ჩაშალეს იგორ სტრელკოვის ლექცია სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ წიგნის მაღაზიაში. ადგილზე შეკრებილები პოლიციამ მართლსაწინააღმდეგო ქმედებების წინააღმდეგ გააფრთხილა, ხოლო შენობაში ევაკუცია გამოაცხადა.
უკვე რამდენიმე თვეა იგორ სტრელკოვი და მისი გარშემომყოფები პოლიტიკურ ძალად ტრანსფორმირებას ცდილობენ - "განრისხებულ პატრიოტთა კლუბი" მცირე წარმომადგენლობა აქვს რამდენიმე ქალაქში, ხოლო მისი განცხადებები სულ უფრო მეტად პოლიტიკურია.
ერთ-ერთ ბოლო ეთერში კვაჩკოვი და სტრელკოვი შოიგუს "ფანერის მარშალსს" უწოდებდნენ, ხოლო ვლადიმირ პუტინს ნიკოლოზ მეორეს ადარებდნენ.
"23 წლის განმავლობაში ხელისუფლების სათავეში სრული არარაობა იმყოფებოდა, რომელმაც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს თვალი აუხვია. ამ უნიჭოს მმართველობის კიდევ 6 წელს რუსეთი ვეღარ გაუძლებს",- წერს სტრელკოვი.
კვაჩკოვი ავღანეთის ომის ვეტერანია, მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში ჩეჩნეთში, აზერბაიჯანსა და ტაჯიკეთში. 2005 წელს ბრალი წაუყენეს ანატოლი ჩუბაისზე თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით, თუმცა ამ საქმეში გამართლდა.
უკვე 2010 წელს კვაჩკოვს აჯანყების ორგანიზებას ედავებიან. 2013 წელს დაპატიმრებული კვაჩკოვი 2019 წელს გათავისუფლდა.