სუნაკი ზელენსკის დამატებითი სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ ესაუბრა
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა, და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 3 იანვარს, უკრაინის წინააღმდეგ, ბოლო პერიოდში უპილოტო თვითმფრინავების "საშინელი თავდასხმები" განიხილეს.
ამ ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდი ავრცელებს.
"პრემიერმა თქვა, რომ ბრიტანელების ფიქრი უკრაინელ ხალხთანაა, რომელბსაც უწევთ ცხოვრების გაგრძელება ასეთი დაბომბვის ქვეშ", - ნათქვამია მოხსენებაში.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინას შეუძლია გაერთიანებული სამეფოს იმედი ჰქონდეს, რადგანაც ეს მხარდაჭერა გრძელვადიანი იქნება, რაც 1000-ზე მეტი საზენიტო რაკეტის მიწოდებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა.
სუნაკმა თქმით, დამატებითი აღჭურვილობის მიწოდებაზე მუშაობა მიმდინარეობს.
ზელენსკიმ თქვა, რომ 3 იანვარს, სუნაკთან საუბრისას მან "შემდგომი თავდაცვითი თანამშრომლობა" განიხილა.