სვეტლანა ალექსიევიჩი: ბელარუსი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა სვეტლანა ალექსიევიჩმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მისი სამშობლო, ბელორუსი, ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

"კრემლის ბატონმა ვლადიმერ პუტინმა დაიკავა ბელორუსია. ეს არის რუსეთის ნაწილი. ვინ არის მისი პრეზიდენტი? ლუკაშენკო არა. ეს არის პრეზიდენტი პუტინი", - თქვა 74 წლის ბელორუსმა მწერალმა უკრაინული ტელეარხი Freedom-ის ეთერში.

ალექსიევიჩმა თავისი მოსაზრება იმით დაასაბუთა, რომ ბელორუსის მმართველი ალექსანდრ ლუკაშენკო პოლიტიკურად და ფინანსურად არის დამოკიდებული პუტინზე.

სვეტლანა ალექსიევიჩმა, რომელიც როგორც ჟურნალისტი აშუქებდა ავღანეთში საბჭოთა შეჭრას, რუსეთი "ომის კულტურაში" დაადანაშაულა.

"რუსეთში არ არსებობს "სიყვარულის კულტურა", ყველაფერი ძალადობის, მკვლელობის, სიკვდილისა და დიდი ძალაუფლების ირგვლივ ტრიალებს, ჩვენ საქმე გვაქვს რუსულ ფაშიზმთან", - თქვა მან.

ბელორუსიში სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნები აკრძალულია. სამშობლოში მას გრძელვადიანი პატიმრობა ემუქრება. 2020 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ, ალექსიევიჩმა მხარი დაუჭირა მასობრივ საპროტესტო აქციებს ლუკაშენკოს წინააღმდეგ. მან დაპატიმრების თავიდან აცილება გერმანიაში გაქცევით მოახერხა, სადაც აგრძელებს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას და სანქციების მოთხოვნას ლუკაშენკას წინააღმდეგ.

მსგავსი სიახლეები