თალიბანი აშშ-ს ავღანეთის გაყინული აქტივების გადაცემას სთხოვს

თალიბანმა აშშ-ს კონგრესს ამერიკაში ავღანეთის გაყინული აქტივების გადაცემა და ეკონომიკური სანქციების შერბილება სთხოვა.

ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც რამდენიმე თვეა რაც ავღანეთს სრულად აკონტროლებს, ქვეყანაში „ჰუმანიტარულ კატასტროფაზე“ საუბრობს და ფინანსურ დახმარებას ითხოვს.

„ამერიკულმა სანქციებმა არა მხოლოდ ვაჭრობა და ეკონომიკა დააზარალეს, არამედ ჰუმანიტარული დახმარებასაც აფერხებენ“, - განაცხადა თალიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამირ ხან მუთაყიმ.

გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამის დათვლით, 40 მილიონიან ავღანეთში 8.7 მილიონი პირი „შიმშილობის პირასაა“, ხოლო 14 მილიონი არასაკმარისად იკვებება.

 


ცხრა მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები, რომლებიც ამერიკულ ბანკებში ინახებოდა, ბაიდენის ადმინისტრაციამ თალიბანის ავღანეთის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაყინა.

მსგავსი სიახლეები