თალიბანმა 2021 წელს ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი მოკლა

ავღანეთიდან აშშ-ს ჯარების გასვლის დროს ქაბულის აეროპორტთან მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი თალიბანმა რამდენიმე კვირის წინ მოკლა.

ინფორმაცია ამის შესახებ ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა რამდენიმე საათის წინ გაავრცელეს. 

ჰამიდ ყარზაის სახელობის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტს 170 ავღანელი და 13 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ხორაშანის ისლამურმა სახელმწიფომ იგივე ISIS-K-მ აიღო. მაღალი ალბათობით სწორედ ამ ორგანიზაციის ლიდერი მოკლა თალიბანმა, რომლის ვინაობაც ამ დრომდე უცნობი რჩება. 

ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, ვაშინგტონი არ მონაწილეობდა ტერორისტის ლიკვიდაციაში, მათი თქმით, ისლამური სახელმწიფოს ლიდერი პასუხისმგებელი იყო ავღანეთში მომხდარ სხვა ტერაქტებზეც და ჰქონდა გეგმები დასავლეთში ტერაქტების ორგანიზების. 

 

მსგავსი სიახლეები