ტერორისტული თავდასხმა ბრიუსელში: დაიღუპა ორი ადამიანი, ტერორისტი პოლიციამ მოკლა

17 ოქტომბერს, ბელგიის პოლიციამ დააკავა შეიარაღებული პირი, რომელიც ორი შვედი ფეხბურთის გულშემატკივრის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ანელის ვერლინდენმა სამშაბათს განაცხადა, რომ იარაღი, რომელიც მამაკაცმა გამოიყენა, აღმოჩენილია.

თავდამსხმელი აბდესალემ ლასუედი, 45 წლის ტუნისელი, პოლიციამ სამშაბათს დილით შაერბეკის მახლობლად მდებარე კაფეში იპოვა. მას შემდეგ, რაც პოლიციამ ის დაჭრა, ლასუედი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ანელის ვერლინდენმა X-ზე დაწერა: "ბრიუსელში ტერაქტის დამნაშავე იდენტიფიცირებულია და გარდაიცვალა. მადლობას ვუხდით სადაზვერვო და უსაფრთხოების სამსახურებს, ისევე როგორც პროკურატურას გუშინ საღამოს და დღეს დილით სწრაფი და გადამწყვეტი ქმედებისთვის."

სამშაბათს, ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კრომ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი წარმოშობით ტუნისელი მამაკაცი იყო, რომელიც ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობდა.

"გუშინ მომხდარი ტერორისტული თავდასხმა სრული სიმხდალით ჩაიდინეს, თავდამსხმელმა სამიზნედ ორი შვედი ფეხბურთის გულშემატკივარი აირჩია." - განაცხადა დე კროომ პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ მესამე პირი მძიმედ დაიჭრა.

წელს შვედეთი მუსლიმურ ქვეყნებთან დაპირისპირების ცენტრში აღმოჩნდა ქვეყანაში ყურანის რამდენიმეჯერ დაწვის გამო.

პროკურატურის თქმით, სოციალურ მედიაში არაბულ ენაზე გამოქვეყნებულ ვიდეოში მამაკაცი, რომელიც თავს თავდამსხმელად აღიარებს, ამბობს, რომ "ის შთაგონებული იყო ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტული იდეოლოგიით."  

პროკურორებმა თქვეს მის ვიდეოში, ლასუედმა განაცხადა, რომ მის მიერ მოკლულთა შვედური ეროვნება იყო მოტივაცია, მაგრამ, როგორც ჩანს, არ არსებობდა კავშირი ისრაელსა და ჰამასს შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტთან.

"განადგურებული ვარ ამაღამ ბრიუსელში ორი შვედი ფეხბურთის გულშემატკივრის მკვლელობისა და მესამე ადამიანის მძიმედ დაჭრის გამო. მთელი ჩემი ფიქრები მათ ოჯახებთან და საყვარელ ადამიანებთანაა," - თქვა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა.  

მსგავსი სიახლეები