თებერვლიდან მოყოლებული ჩინეთმა რუსული ენერგორესურსების იმპორტი გააორმაგა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის მომენტიდან ამ დრომდე ჩინეთმა რუსული ენერგორესურსების იმპორტი თითქმის გააორმაგა. 

ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს

გამოცემის ანგარიშით, თუ 2021 წლის იმავე მონაკვეთში ჩინეთმა რუსეთისგან 20 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსები შეიძინა, მიმდინარე წელს მაჩვენებელი 35 მილიარდ დოლარს აღწევს. 

ყველაზე მეტად, 63%-ით გაიზარდა კოქსის იმპორტი, 14%-ით ნახშირის, 8%-ით გაიზარდა ნედლი ნავთობის და 20%-ით გაზის იმპორტი. გარდა ამისა გაზრდილია პალადიუმის, ალუმინის და ხორბლის შესყიდვები. 

თებერვლიდან მოყოლებული რუსეთი ზრდის ენერგორესურსების ექსპორტს აზიური ქვეყნებში - მაისში ცნობილი გახდა, რომ აზიურმა ქვეყნებმა პირველად გადააჭარბეს ევროპულ სახელმწიფოებს რუსეთისგან შეძენილი ენერგომატარებლების მოცულობის მიხედვით. 

მხოლოდ მიმდინარე წლის მაისში ჩინეთმა რუსეთისგან 55%-ით უფრო მეტი ნედლი ნავთობი შეიძინა, ვიდრე 1 წლით ადრე. ამგვარად რუსეთმა ჩინეთის მთავარი სანავთობო მიმწოდებლის პოზიციაზე პირველად ჩაანაცვლა საუდის არაბეთი. 

 

მსგავსი სიახლეები