თეონა აქუბარდია: დანიამ საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა

ოპიზიციონერმა დეპუტატის, თეონა აქუბარდიას ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებით, დანიამ საქართელოსტან ორმხრივი ურთიერთობის გადახედვა დაიწყო. მისი თქმით, ის ეყდრონბა დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილს.

“დღეს მინდა გაგიზიაროთ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი ჩემს კითხვაზე დანიის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვაზე, სადაც პირდაპირ წერია, რომ დანიამ საქართველოსთან ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა და შეაჩერა საქართველოს მთავრობასთან დაგეგმილი რიგი აქტივობები და ახალი პროგრამების მხარდაჭერა, დანიამ ასევე შეაჩერა 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსთან, რაც გასულ წელს დაიწყო და რომლის ბიუჯეტიც 71.5 მილიონი დანიური კრონა გახლდათ. ამასთან ერთად, წერილის თანახმად, დანია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას, დაიცვას ევროკავშირის რეფორმების დღისწესრიგი, რაც არის ძლიერი ორმხრივი კავშირების საფუძველი დანიასა და საქართველოს შორის". - თქვა აქუბარდიამ.

სამხედრო დახმარების პროგრამა გასულ, 2023 წელს, დაიწყო. მისი მოცულობა იყო 71,5 მილიონი დანიური კრონი, რაც 28 მილიონ ლარზე მეტია. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი იყო ტრენინგები, სემინარები, კონფერენციები და სხვა აქტივობები.

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო პროგრამის შეჩერებას ხსნის ევროკავშირის საბჭოს 2024 წლის ივნისის გადაწყვეტილებით, როლის მიხედვითაც, „აგენტების კანონის“ მიღების გამო გადაიხედება საქართველოს ხელისუფლების მიმართ ფინანსური დახმარებების საკითხი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები