Tesla-ს სისტემები ბოროდიანკას და ირპენის საავადმყოფოებს დენით მოამარაგებს
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განადგურებული ირპენის და ბოროდიანკას საავადმყოფოები Tesla Powerwall-ის მზის ბატარეებით აღიჭურვება. ამგვარად ამ დაწესებულებებისთვის გარანტირებული იქნება მუდმივი ელექტრომომარაგება მისი ცენტრალური გათიშვის შემთხვევაშიც კი.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი, მიხაილ ფიოდოროვი ავრცელებს.
ომის დაწყებიდან მალევე Tesla-ს მფლობელმა, ილონ მასკმა უკრაინასთან სატელიტური ინტერნეტის Starlink-ს 1 000 ტერმინალი გადასცა. Starlink მილიარდერის კიდევ ერთი პროექტის SpaceX-ის ფარგლებში შემოშავებული კონცეფციაა.