თეთრი სახლი: ამერიკა 100 ათას უკრაინელ ლტოლვილს მიიღებს

ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, რომ 100 000 უკრაინელი ლტოლვილი მიიღოს. 

უკრაინელების მისაღებად ამერიკის მტავრობა ყველა საშუალების გამოყენებას აპირებს, მათ შორის, ემიგრანტებისა და არაემიგრანტების ვიზების.

უკრაინაში რუსეთის აგრესიამ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი მიგრანტების კრიზისი გამოიწვია.

გაეროს მონაცემებით უკრაინა უკვე 3 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა.

გარდა ამისა, ბაიდენის ადმინისტრაციამ 1 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო ჰუმანიტარული დახმარებისთვის, 320 მილიონზე მეტი კი დემოკრატიისა და ადმიანების უფლებების დაცვისთვის.

 

 

 

მსგავსი სიახლეები