თეთრი სახლი პოლონეთის მიერ უკრაინისთვის MiG-29-ების გადაცემას მიესალმება

შეერთებულ შტატებს არ შეუცვალა პოზიცია უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ პოზიციას სხვა პარტნიორებს თავს არ ახვევს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ 17 თებერვალს, ბრიფინგზე განაცხადა.

კითხვაზე, მზად არის თუ არა შეერთებული შტატები ხელი შეუწყოს პოლონეთის მიერ კიევისთვის MiG-29-ების გადაცემას, კირბიმ უპასუხა, რომ ამერიკულმა მხარემ არ იცოდა ასეთი გადაწყვეტილების შესახებ, მაგრამ არ იქნება წინააღმდეგი.

"ჩვენ არასდროს ვკარნახობთ სხვა პარტნიორებს, რისი მიცემა შეუძლიათ ან არ შეუძლიათ ან რა პირობებით. და თუ რომელიმე ჩვენს მოკავშირეს სურს სამხედრო თვითმფრინავების მიწოდება პრეზიდენტი ზელენსკისთვის, ეს, რა თქმა უნდა, სუვერენული გადაწყვეტილებაა, რომელსაც ისინი მიიღებენ, რისი სრული უფლებაც აქვთ და ჩვენ მივესალმებით ამას", - თქვა აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა უკრაინელი მფრინავების ამერიკულ გამანადგურებლების მომზადების სტატუსზე, რისთვისაც შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 100 მილიონი დოლარი გამოყო.

"ამჟამად წვრთნები არ ტარდება, რადგან შეერთებულ შტატებს არ აქვს ვალდებულება, უკრაინის თვითმფრინავები გადასცეს", - თქვა კირბიმ.

"მაგრამ წრთვნებისთვის არ არის საჭირო გამანადგურებლების ყოლა", - აღნიშნა კორესპონდენტმა.

"ამჟამად პილოტების გამანადგურებლებისთვის წვრთნა არ მიმდინარეობს", - გაიმეორა თეთრი სახლის სპიკერმა.

მსგავსი სიახლეები