The Economist: ომის განმავლობაში 60-100 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა 400 ათასამდე

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან თითქმის 3 წლის განმავლობაში, დაახლოებით 60-100 ათასამდე ჯარისკაცი დაკარგა მოკლულების სახით.

ამის შესახებ გამოცემა The Economist დასავლეთის ქვეყნების დაზვერვაზე, ამერიკელ მაღალჩინოსნებისა და ღია წყაროებში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.

გაზეთის თანახმად, გარდა 60-100 ათასამდე მოკლული ჯარისკაცისა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალების 400 ათასამდე ჯარისკაცმა მიიღო იმგვარი სახის დაზიანება/ჭრილობა, რის შედეგადაც, მწყობრში დაბრუნებას ვეღარ შეძლებენ.

გარდა დასავლური სადაზვერვო სამსახურებისა და ამერიკელი მაღალჩინოსნებისა, აღნიშნული რიცხვები უკრაინულ ვებსაიტ "UAlosses"-ს ეყრდნობა, რომლის თანახმადაც, 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, მოკლულების სახით, 60,435 ჯარისკაცი დაკარგა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს რიცხვიც არაოფიციალურია, რადგანაც, არც რუსეთი და არც უკრაინა საკუთარ დანაკარგებზე ოფიციალურ მონაცემებს არ აქვეყნებს.

რუსეთის საოკუპაციო არმიის დანაკარგები გაცილებით აღემატება უკრაინისას. გამოცემის მიხედვით, რუსეთმა, მოკლულების სახით, 200 ათას ჯარისკაცამდე დაკარგა. "მედიაზონის" და "ბიბისის" თანახმად, ღია წყაროების მეშვეობით 70 ათასი მოკლული რუსი ჯარისკაცის ვინაობის დადგენა შეძლეს.

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, რუსეთის საოკუპაციო არმიის დანაკარგები დაჭრილებისა და მოკლულების სახით, 735 ათას ჯარისკაცს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები