The Economist: რუსეთი ზაფხულში დიდ იერიშს ამზადებს
ზაფხულის დადგომასთან ერთად იზრდება რუსეთის მხრიდან ფრონტის მთელ გაყოლებაზე დიდი იერიშის დაწყების საფრთხე.
ამის შესახებ The Economist-ის მიერ გამოქვეყნებულ სვეტშია საუბარი.
ავტორების ცნობით, გაზაფხულის დადგომასთან და ამინდის გაუარესებასთან ერთად ამჟამად ფრონტზე შეტევითი ოპერაციები გართულებულია.
"მაგრამ ეს დიდ ხანს არ გაგრძელდება. ზაფხულის დადგომასთან ერთად იზრდება შანსი, რომ რუსეთი დიდ იერიშს დაიწყებს როგორც წინა წელს და ამჯერად იმის შანსი, რომ უკრაინა იერიშის მოგერიებას შეძლებს ნაკლებია. სწორედ ამიტომ უკრაინა უნდა მოაბილიზოს მეტი ჯარისკაცი და ააშენოს უფრო საიმედო თავდაცვითი ხაზები",- ნათქვამია პუბლიკაციაში.
ავტორები წერენ, რომ უკრაინას დამატებით რისკებს უქმნის ამერიკული სამხედრო დახმარების გაჭიანურება და ევროპელი პარტნიორების არასაკმარისი ძალისხმევა.
"მაგრამ უკრაინა მხოლოდ მოკავშირეებისკენ ვერ გაიშვერს თითს. უკრაინამაც დაუშვა შეცდომები. ერთ-ერთი ასეთი შეცდომა მობილიზაციაა. რუსეთი უკვე ამზადებს მობილიზაციის ახალ ტალღას მომდევნო დიდი იერიშისთვის. 22 მარტს კროკუს ჰოლში განხორციელებული ტერაქტი კი ხელს შეუწყობს პუტინს, რომელიც მომხდარს იმის სათქმელად გამოიყენებს, რომ სისხლიანი მტრების წინაშე რუსეთი უფრო ძლიერი უნდა იყოს."
გარდა ამისა, საუბარია იმაზე, რომ უკრაინამ დააგვიანა თავდაცვითი ხაზების მშენებლობა, "ხოლო მთავრობაში კვლავ ოცნებობენ ახალ კონტრიერიშზე და შიშობენ, რომ ფრონტის ახლანდალი ხაზი ახალი საზღვარი გახდება.
კონტექსტი
რუსეთის სამხედრო გეგმებისა და ახალი იერიშის ალბათობით შესახებ ისაუბრა 22 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების, სახმელეთო ჯარების მეთაურმა, ალექსანდრ პავლიუკმა.
"არ არის აუცილებელი, რომ იერიში იქნება, შესაძლოა ახალი დაჯგუფებით მათ დანაკარგები ჩაანაცვლონ, მაგრამ არის ალბათობა, რომ ზაფხულის დასაწყისში მათ შესაძლოა ერთ-ერთ მიმართულებაზე იერიშისთვის საკმარისი ძალები დაუგროვდეთ",- ამბობს გენერალ-პოლკოვნიკი, ალექსანდრ პავლიუკი.
ЗСУ-ს სახმელეთო ჯარების მეთაურის თქმით, ამ დროისთვის უკრაინული სარდლობა სხვადასხვა სცენარებისთვის ემზადება, მათ შორის მიმდინარეობს ჯარების გადაჯგუფება ფრონტის ხაზიდან ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობის აღსადგენად.
"ეს აუცილებელია, რათა მებრძოლებს დასვენების, ძალების აღდგენის, კომპლექტაციის შევსების საშუალება მივცეთ",- განაცხადა პავლიუკმა.
უფრო ვრცლად ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ გადადით ბმულზე.