The Guardian: უკრაინა ყირიმის ხიდის გასანადგურებლად ემზადება
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველო, 2024 წლის პირველ ნახევარში, ყირიმის ხიდის განადგურების ოპერაციას ამზადებს.
ამის შესახებ გამომცემლობა The Guardian წერს.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარ სამმართველოში მიიჩნევენ, რომ ტექნიკური თვალსაზრისით ხიდის დანგრევის ყველანაირი საშუალება გააჩნიათ: „ჩვენ ამას გავაკეთებთ 2024 წლის პირველ ნახევარში“ - უყვება წყარო გამომცემლობას.
სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად დადგენილი გეგმის მიხედვით მოქმედებს რომლის ამოცანა შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შემცირებას წარმოადგენს.
2023 წელის ივლისში, ზელენსკიმ ყირიმის ხიდს კანონიერი სამიზნე უწოდა, რადგანაც იგი წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ლოჯისტიკურ ჯაჭვს რუსული დაჯგუფებების მომარაგებაში.
გამომცემლობა აღნიშნავს, რომ გაუგებარია, თუ როგორ იქნება ოპერაცია შესრულებული იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა ყირიმის ხიდის დაცვა მნიშნვნელოვნად გააძლიერა - დაემატა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები და უკრაინული მართვადი რაკეტების დასაბნევად, მთლიან პერიმეტრზე ცრუ სამიზნეები განლაგდა.
კონტექსტი
ყირიმის ხიდზე პირველი იერიში 2022 წლის 8 ოქტომბერს, ასაფეთქებელი საშუალებებით დატვირთული სატვირთო მანქანით მოხდა.
მეორე იერიში, 2023 წლის 17 ივნისს, ზღვის დრონებით. ოპერაციას, ისვე, როგორც ამ საშუალებას, „ზღვის ბავშვი“ (Sea Baby) უწოდეს.
2023 წლის 12 აგვისტოს, ანექსირებულ ყირიმში, ქერჩის ხიდის მიმდებარედ, დღის განმავლობაში სულ მცირე ორი აფეთქების ხმა გაისმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მაშინ განაცხადეს, რომ უკრაინამ ყირიმის ხიდს C-200-ის ტიპის რაკეტები ესროლა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა, კირილ ბუნადოვმა განაცხადა, რომ სამიზნეს ხიდი არ წარმოადგენდა.