The Times: პუტინმა დონბასში უკრაინაზე ხუთჯერ დიდი ჯარის შეკრება გადაწყვიტა
რუსეთის ფედერაცია დონბასში უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე ხუთჯერ მრავალრიცხოვანი დაჯგუფების შეკრებას ცდილობს. ამის შესახებ Times-მა 13 აპრილს, უკრაინულ სამხედრო წყაროზე დაყრდნობით დაწერა.
გამოცემის წყარომ აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარების გადაჯგუფება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს გადამწყვეტი ბრძოლისთვის აღმოსავლეთ უკრაინაში.
ზოგიერთი დასავლური წყარო ელოდება, რომ რუსული შეტევა კვირის ბოლოს დაიწყება.
ამჟამად რუსეთი აგროვებს ჯარებსა და ტექნიკას უკრაინის საზღვარზე, კერძოდ ბელგოროდისა და ვორონეჟის რეგიონებში.
12 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მას "ეჭვი არ ეპარება", რომ უკრაინაში "ოპერაციის" ამოცანები შესრულდება.