Times: რუსული ლეგიონი მოსკოვზე შეტევისთვის ათასობით მოხალისეს ამზადებს
უკრაინაში მოქმედი ეთნიკური რუსებით დაკომპლექტებული რუსული ლეგიონი მოსკოვზე შეტევისთვის ათასობით რუსის მიმხრობას გეგმავს.
ამის შესახებ ლეგიონის ერთ-ერთმა ლიდერმა ბრიტანულ The Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ სერიოზული შესაძლებლობები გვაქვს, გვაქვს ტყვია-წამალი, ჯავშანტექნიკა, Stinger-ის ტიპისა და ანტი-სატანკო რაკეტები, ასევე ეფექტური დაზვერვა დრონების მეშვეობით",- ამბობს გამოცემასთან საუბარში ლეგიონის ლიდერი.
მისი თქმით, ამ დროისთვის ლეგიონში 1000-მდე მებრძოლია გაწევრიანებული. "ჩვენ არ ვართ კრიმინალები ან კერძო სამხედრო კომპანია როგორც ვაგნერი. ჩვენ ყველანი რუსეთის მოქალაქეები ვართ, ზოგიერთი ჩვენგანი გასულ წლებში ЗСУ-ს რიგებში მსახურობდა."
ლეგიონის ლიდერი ამბობს, რომ მათი მიზანი უკრანის დაცვა, მისი ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება და რუსეთში ვლადიმირ პუტინის რეჟიმის დამხობაა.
კონტექსტი
სწორედ რუსული ლეგიონი მეთაურობდა გასულ კვირას ბელგოროდის რეიდის, რომლის განმავლობაშიც ბრძოლები რუსეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 48 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
რუსული ლეგიონის სახელი პირველად აპრილში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც მათმა მებრძოლებმა საზღვარი ბრიანსკის ოლქში გადაკვეთეს, თუმცა შეტაკებები მაშინ სულ რამდენიმე საათს გაგრძელდა.