ტოკაევმა რუსეთს ალექსანდრე ნეველის ორდენზე უარი უთხრა
ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ალექსანდრე ნეველის ორდენით დაჯილდოვებაზე რუსეთს უარი უთხრა. ამის შესახებ Tengrinews.kz-ს 18 ივნისს ტოკაევის პრესსამსახურში განუცხადეს.
ყაზახი პოლიტოლოგი იერბოლა იედილოვი იტყობინება, რომ ტოკაევმა მადლობა გადაუხადა რუსულ მხარეს პატივისთვის და განმარტა, რომ მისი გადაწყვეტილებაა საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე არც ყაზახური და არც უცხოური ჯილდოები არ მიიღოს .
"იმავე მიზეზით, ბიშკეკში ბოლო ვიზიტის დროს პრეზიდენტმა უარი თქვა ყირგიზეთის უმაღლეს ორდენზე, პირველი ხარისხის "მანასზე", - თქვა ედილოვმა.
17 ივნისს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ტოკაევმა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თანდასწრებით, განაცხადა, რომ ყაზახეთი არ ცნობს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკების დამოუკიდებლობას.