ტრამპი აცხადებს, რომ 2024 წელს კენჭისყრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შონ ჰანიტისთან სტუმრობისას განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

"თქვენ არ აპირებთ პასუხის გაცემას, მაგრამ მე მაინც უნდა გკითხოთ - უთხრა ჰანიტიმ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრაზე - პასუხის გარეშე მითხარით, გადაწყვეტილება უკვე მიიღეთ?"

"დიახ" - უპასუხა ტრამპმა.

ტრამპის პასუხი მის პირველ პოსტ-საპრეზიდენტო შეხვედრას მოჰყვა ოჰაიოში, სადაც მან ბაიდენის ადმინისტრაციის "კატასტროფაზე" ისაუბრა.

სხვადასხვა საზოგადოებრივი აზრის კვლევებით დონალდ ტრამპი რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

მსგავსი სიახლეები