ტრამპი ადასტურებს СIA-სთვის მიცემულ ნებართვას ვენესუელაში ფარული ოპერაციების შესახებ

დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (СIA) ვენესუელაში ფარული ოპერაციების დაწყების ნებართვა მისცა, მათ შორის საუბარია დარტყმებზე ნარკო კარტელებისა და მათი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. 

ვითარების არსი: ამის შესახებ ამერიკელმა პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან ურთიერთობისას განაცხადა. 

  • "მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცებს ამაზე ფულის შოვნა სურთ, ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის განადგურებას"- განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ მისი ადმინისტრაციის მიერ კარტელების კუთვნილ გემებზე განხორციელებული დარტყმების შედეგად ზღვაზე ნარკო ტრაფიკია შეჩერებულია. 

  • "ჩვენი სამხედროები დააკვირდებიან ვითარებას ხმელეთზე"- განაცხადა ამერიკელმა პრეზიდენტმა. 

დიდი სურათი: ტრამპმა არ უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას - აქვს თუ არა CIA-ის ნიკოლას მადუროს განეიტრალების (Take Out) ნებართვა. 

  • ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს გაზრდილი უფლებამოსილების შესახებ განცხადება, ვენესუელას ირგვლის ამერიკის სამხედრო კონცენტრაციის ზრდის ფონზე მიმდინარეობს. 

კონტექსტი: მიუხედავად იმისა, რომ კარიბის რეგიონში სამხედრო კონცეტრაციის ოფიციალური მიზანი ნარკო-ტრაფიკის შეჩერებაა, დონალდ ტრამპი არ მალავს, რომ ნიკოლას მადუროს ხელისუფლებიდან ჩამოშორება სურს. 

  • გასულ დღეებში მადუროს დაკავებისთვის დაწესებული ჯილდო ადმინისტრაციამ 50 მილიონ დოლარამდე გაზარდა. 

  • დასავლური მედიის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა ჯერ კიდევ ინაუგურაციამდე ვენესუელაში რეჟიმის ცვლილების მხარდაჭერა იყო. 

სიღრმისეულად: რეგიონში სამხედრო კონცენტრაციის ზრდით ტრამპი აძლიერებს წნეხს მადუროს რეჟიმზე

 

მსგავსი სიახლეები