ტრამპი: ბუშის დროს რუსეთმა საქართველო მიიღო, ობამას დროს ყირიმი, ჩემს დროს ვერაფერი

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა, ტაივანურ TSCM-ის ამერიკაში ინვესტირების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა
ამგვარად უპასუხა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტს კითხვაზე - თუ როგორ შეაფასებდა კრემლის განცხადებას იმის შესახებ, რომ მოსკოვისა და ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკური ხედვები ერთმანეთს ემთხვევა
"ტანგოს საცეკვაოდ 2 ადამიანია საჭირო - ჩვენ უნდა დავდოთ შეთანმება რუსეთთან, ჩვენ უნდა დავდოთ შეთანხმება უკრაინასთან, ჩვენ უნდა დავდოთ შეთანხმება და ამაში უნდა მონაწილეობდეს ევროპა... ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და დავდოთ შეთანხმება და ეს შეთანხმება ძალიან სწრაფად უნდა დავდოთ. ამ შეთანმებისთვის დიდი დრო არ საჭირო, შესაძლოა ვინმეს არ უნდოდეს შეთანხმება, მაგრამ მგონია, რომ ეს ადამიანი დიდხანს ვერ დარჩება, მას დიდხანს აღარ მოუსმენენ. მე ვფიქრობ, რომ რუსეთს სურს შეთანხმების დადება, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელ ხალხს სურს შეთანხმება, ჩვენ ტანჯვაზე ვსაუბრობთ და ისინი ყველაზე მეტად დაზარალდნენ",- განაცახადა ტრამპმა.
მალევე ამერიკის პრეზიდენტმა უსამართლო უწოდა შეხედულებას, რომ მისი პრეზიდენტობა რუსეთისთვის სასარგებლოა.
"უბრალოდ იფიქრეთ ამაზე: ბუშის პრეზიდენტობის დროს რუსეთმა საქართველო მიიღო, ობამას პრეზიდენტობის დროს რუსეთმა ძალიან კარგი საზღვაო ბაზა და ლამაზი მიწის ნაჭერი მიიღო, ყირიმი, ხოლო ჩემი პრეზიდენტობის დროს მათ ვერაფერი მიიღეს, ხოლო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს მათ მთელი უკრაინის მიღება სურდათ და ჩემს გარეშე მიიღებდნენ კიდეც, ალბათ... თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ბუშიდან, ობამაამდე და ბაიდენამდე რუსებმა ბევრი რამ მიიღეს, ერთადერთი როდესაც მათ ვერაფერი მიიღეს ჩემი პრეზიდენტობა იყო... იმიტომ, რომ მე უკრაინას ჯაველინები მივეცი და რუსეთს სანქციები დავუწესე. ობამამ მათ საბნები მისცა, მე მათ ჯაველინები მივეცი."
ტრამპის თქმით, თავად პუტინს შეუძლია დაადასტუროს, რომ მისი პრეზიდენტობა არ ყოფილა სასარგებლო რუსეთისთვის - "მე რუსეთისთვის არაფერი მიმიცია გლოვის გარდა."