ტრამპი: მასკი საოცარია, მაგრამ მალე ის საკუთარი კომპანიის მართვას დაუბრუნდება

პლანეტის უმდიდრესი ადამიანი, ელონ მასკი მაღალი ალბათობით უახლოეს მომავალში დატოვებს ფედერალური მთავრობის ეფექტურობის (DoGE) ახლადშექმნილ დეპარტამენტს და საკუთარი ბიზნესების მართვას დაუბრუნდება - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა. 

State Of Play: ამერიკელი პრეზიდენტის ციტატას Politico ავრცელებს. ამასთანავე ტრამპი ამბობს, რომ ისურვებდა მასკთან თანამშრომლობა უსასრულოდ გაგრძელებულიყო. 

  • "ვფიქრობ ის საოცარია, მაგრამ მას აქვს დიდი კომპანია, რომელსაც მართვა სჭირდება. გარკვეულ ეტაპზე ის საკუთარ კომპანიაში დაბრუნდება. მას ასე სურს"- განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

  • ამერიკის პრეზიდენტმა მილიარდერს "ძალიან ნიჭიერი" ადამიანი უწოდა. 

Big Picture: მასკი მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის შექმნის იდეის თანაავტორია. ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით, მასკი სპეციალური სახელმწიფო ჩინოვნიკია - სტატუსის მიხედვით ასეთი პირების დასაქმების მაქსიმალური ვადა 130 დღეა. 

  • 28 მარტს Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მასკმა განაცხადა, რომ ვადის ამოწურვამდე შეძლებს დასახული მიზნების მიღწევას და ამერიკის ბიუჯეტს ტრიოლიონ დოლარს დაუზოგავს. 

Context: მასკის საკუთრებაში Tesla-ს ავტოკონცერნი, ასევე სოციალური ქსელი X, კოსმოსური ტექნოლოგიების კომპანია SpaceX და სხვა მრავალი. ღია წყაროების მიხედვით მასკის ქონების ღირებულება ამ დროისთვის 342 მილიარდ დოლარს აღემატება. 

მსგავსი სიახლეები