ტრამპი: უკრაინელებს უარი უნდა ეთქვათ ყირიმზე და ნატოში გაწევრიანების სურვილზე

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, უკრაინას შეეძლო ომი თავიდან აერიდებინა და უარი ეთქვა ყირიმსა და ნატოში გაწევრიანების სურვილზე. 

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა პოდკასტ The Clay Travis & Buck Sexton Show-ში სტუმრობისას განაცხადა

"მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი პუტინი ვერ შეიჭრებოდა უკრაინაში, ის ამას არ იზამდა. სულ ცოტა უკრაინას გარკვეული შეთანხმება უნდა დაედო - მათ შეეძლოთ უარი ეთქვათ ყირიმზე, შეეძლოთ რამე ექნათ ნატოსთან დაკავშირებით. მათ შეეძლოთ ეთქვათ - კარგით ჩვენ არ გავწევრიანდებით ნატოში და მათ ექნებოდათ ქვეყანა. ვფიქრობ ამის შანსი იყო იმიტომ, რომ პუტინს შეთანხმება სურდა",- თქვა ტრამპმა. 

აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის თქმით, დღეს გაცილებით რთულია პუტინის შეთანხმებაზე დაყოლიება. ტრამპი ამბობს, რომ უკრაინას საზღვართან ჯარების მობილიზებით პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან საკუთარი პოზიციის გაძლიერებას ცდილობდა და ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. 

"ეს ყველაფერი არ უნდა მომხდარიყო",- განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

უკრაინას და რუსეთს შორის დაძაბულობის ფონზე, მას შემდეგ რაც რუსეთმა დონბასის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები აღიარა ტრამპმა ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას გენიალური უწოდა

მოგვიანებით ტრამპმა დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და განაცხადა, რომ უკრაინელებისთვის ლოცულობდა.

ტრამპი, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ აპირებს კენჭი იყაროს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხშირად იმეორებს, რომ მისი პრეზიდენტობის პირობებში პუტინი უკრაინაზე თავდასხმას ვერ გაბედავდა. 

 

მსგავსი სიახლეები