ტრამპის თქმით პატივს სცემს ზელენსკის და მიწების დაბრუნებაში დახმარებას ჰპირდება

დონალდ ტრამპის თქმით, დიდ პატივს სცემს ვოლოდიმირ ზელენსკის, ხოლო უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხი იქნება. 

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერთან, კირ სტარმერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

მას შემდეგ რაც ბრიტანელმა პრემიერმა ჟურნალისტის კითვაზე პასუხი დაასრულა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხვალ მისი პრეზიდენტ ზელენსკის საუბარი შედგება. 

"ვფიქრობ ჩვენ ხვალ ძალიან კარგი შეხვედრა გვექნება, ძალიან კარგი. ჩვენ ერთმანეთს კარგად გავუგებთ. ჩვენ ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ. მე მას (რედ. ზელენსკი) დიდ პატივს ვცემ. ჩვენ მათ ძალიან ბევრი შეიარაღება და ფული მივეცით, მაგრამ ისინი ძალიან მამაცად იბრძვიან, არა აქვ მნიშვნელობა რას ფიქრობს, მათ ძალიან მამაცად იბრძოლეს."

ამასთანავე დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინასა და აშშ-ს შორის მწირმიწების (იშვიათი მინერალების) შესახლება მოახლოებული შეთანხმება დიდი შესაძლებლობა იქნება უკრაინისთვის, მათ შორის ქვეყნის მომავალი უსაფრთხოების კონტექსტში.

პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ აუცილებელია "ხანგრძლივი მშვიდობის" უზრუნველჰყოფა და ის მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინაში ევროპული ჯარების განლაგებას. 

ასევე, ტრამპმა აღნიშნა, რომ შეთანხმებისთვის დიდი დრო არ არის დარჩენილი - "შეთანხმება ან ძალიან მალე შედგება, ან საერთოდ არ შედგება."

ჟურნალისტის კითხვაზე თუ რა ბედი ელის უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს ტრამპმა განაცხადა, რომ ეს რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. 

"ისინი უკვე დიდი ხანია მამაცად იბრძვიან და ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ და ჩვენ შევეცდებით რაც შეიძლება მეტი დავიბრუნოთ, მაგრამ თქვენ იცით, რომ ეს არ იქნება მარტივი"- განაცხადა ტრამპმა. 

სტარმერთან შეხვედრის დაწყებამდე ტრამპმა თქვა, რომ არ ახსოვს ზელენსკისთვის დიქტატორი ეწოდებინოს. ამასთანავე მას ჰკითხეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მეხუთე მუხლის შესახებ, რაზეც ამერიკელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პატივს სცემს აღნიშნულ შეთანხმებას, თუმცა მის პირობებში კოლექტიური თავდაცვის მუხლის ამოქმედების აუცილებლობა არ დადგება.  

მსგავსი სიახლეები